ტრენინგის ბოლო დღე გეგმის საბოლოო ვარიანტის დახვეწით დავიწყე. გადავხედე ყველა ნამუშევარს, შევამოწმე, შევიტანე საბოლოო შესწორებები, რომ ასატვირთად მზად მქონოდა. დარჩნილი მქონდა ბოლო აქტივობა,ეს იყო მასწავლებლის თემატური პორტფოლიოს პრეზენტაცია, რომელიც ტრენერის რეკომენდაციების შემდეგ ადვილად გავაკეთე. დასრულებული მასალები ავტვირთე ბლოგზე.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული ტრენინგი იყო ძალიან სასარგებლო, შრომატევადი და ყველა მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს საწავლო პროცესის უკეთ და საინტერესოდ წარმართვისათვის.
სამომავლოდ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის დაგეგმილი ნებისმიერი სასწავლო პროექტი ბევრად უფრო სრულყოფილი გამომივა,რადგან აქ მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება გამომადგება.
Monday, July 14, 2014
Sunday, July 13, 2014
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ შინ მოცემული დავალებების წარდგენით და მოვისმინეთ მათზე ტრენერის რეკომენდაციები. უნდა შეგვექმნა მოსწავლის პრეზენტაციისა და ბროშურის ნიმუში ჩვენივე პროექტის გათვალისწინებით. წარვადგინეთ ნაშრომები და გავუზიარეთ რჩევები ერთმანეთს. გარდა ამისა, უნდა გაგვეკეთებინა ფასილიტაციის ნიმუშები და გეგმაში შესატანი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ჩართულობისათვის საჭირო აქტივობების ჩამონათვალი.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე, პრეზენტაციისა და ბროშურის შაბლონზე, რომელშიც მითითებულია, რის მიხედვით უნდა დაამზადონ მოსწავლეებმა მზა პროდუქცია.
გადავხედეთ და ჩამოვაყალიბეთ პროექტის გეგმის პროცედურები. დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო.

Saturday, July 12, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავუთმეთ პროექტის გეგმის იმ ნაწილს, რომელშიც აღინიშნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის განკუთვნილი აქტივობები,ის, თუ რას გააკეთებს პროექტზე მომუშავე მასწავლებელი ამგვარ მოსწავლეთა ჩართულობის ასამაღლებლად. ტრენერის მიერ მოწოდებული მასალების გაცნობის შემდეგ მე ჩემი პროექტისათვის საჭირო კითხვები შევარჩიე.
გარდა ამისა, ვიმუშავეთ პროექტის პროეცედურების დეტალური აღწერის მნიშვნელობაზე. პროექტის გეგმაში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი და ნაჩვენები, თუ რას გეგმავს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთან,რა მეთოდებს იყენებს გზადაგზა ანუ მონიტორინგის რა საშეალებებს იყენებს , რომ ბავშვების აზროვნების მიმართულებები სწორად წარიმართოს. დეტალურად უნდა აღიწეროს ყველა ის რუბრიკა თუ მეთოდი, რასაც გამოვიყენებ, როგორ ვაკვირდები მათ მუშაობას.
ეს პროეცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და დღეც დატვირთული იყო.

მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც შეფასების სქემებსა და რუბრიკებს დავუთმეთ, რადგან არც ისე ადვილი აღმოჩნდა შესაბამისი ფორმების შერჩევა და მორგება. მას შემდეგ, რაც თითოეული მათგანი ყურადღებით განვიხილეთ, უკვე საბოლოოდ შევიმუშავეთ თითოეულ პროექტის გეგმაზე სამუშაო შეფასების სქემები თუ რუბრიკები. რამდენიმე ნიმუში ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ ერთმანეთთნან და ტრენერთან კონსულტაციით. ჩემი პროექტის საბოლოო ეტაპის ერთ-ერთ ვარიანტად ბროშურა ავირჩიე
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს პროექტის შეფასების რუბრიკებზე ვიმუშავეთ. გავიცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდი,რომელიც გამოიყენება პროექტის მსვლელობის ეტაპებზე. ერთმანეტისაგან განვასხვავეთ საწყის, მსვლელობის დროსა და დამამთავრებელ ეტაპზე დასამელი შეკითხვები. არსებობს უამრავი რუბრიკა ამ საქმიანობისათვის,რომელთა შერჩევა მე თვითონ შემიძლია მიზნიდან და დაგეგმილი აქტივობებიდან დამომდინარე. ტრენერმა შეფასეის რუბრიკების მნიშვნელობასა და მათ ეტაპობრივად სწორად შერჩევაზე ამომწურავად ისაუბრა.
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს მე ვისწავლე პროექტის შედგენისას საჭირო მიმართულების მიმცემი შეკითხვების დასმა. შეკითხვები ისე უნდა დასვა, რომ აუცილებლად გამოიწვიოს მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაციის ამაღლება.
დასასმელი კითხვები იყოფა სამ ჯგუფად: ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი. მუშაობისას განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები მოცემული კითხვების მიხედვით, მოვისმინეთ ერთმანეთის რჩევები და ერთობლივად შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,ავარჩიეთ საუკეთესო ვარიანტები.
დღე ნაყოფიერი და სწორად დაგეგმილი გამოვიდა.

ტრენინგის მესამე დღე
ეს დღე ტრენერმა დაიწყო სასკოლო პროექტების გეგმის გაფორმებაზე საუბრით. დაწყებამდე უნდა შეირჩეს თემა, რომელსაც მოკლედ,რამდენიმე წინადადებით ავსახავთ გეგმაში. გადამწყვეტი მნიშვნელოობა ენიჭება იმას,რომ სასწავლო მიზნები და შედეგები აუცილებლად შეესაბამებოდეს სტანდარტსა და ინდიკატორს. ისაუბრა იმაზეც, რომ პროექტმა აუცილებლად უნდა განუვითაროს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, საპროექტო თემა აუცილებლად უნდა მოითხოვდეს მათგან პრობლების გადაჭრის უაცილებლობას და იმის შეგრძნებას, რომ მათ მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს ან გამოიკვლიეს. აუცილებელია ყოველი აქტივობა თეორიული ცოდნის გამომჭღავნება-დადასტურების საშუალებას იძლეოდეს.
Saturday, July 5, 2014
პირველი მოდულის რეფლექსია
,,პროექტებით სწავლების" კურსი ჩემთვის ახალი,მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. იმედი მაქვს სამომავლოდ,მუშაობის პროცესში დიდ დახმარებას გამიწევს აქ მიღებული ინფორმაცია სასწავლო პროცესების უკეთ და მრავალფეროვნად დაგეგმვაში. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის დასაწყისში გავიარე ერთ-ერთი ტრენინგი მსგავს თემაზე, პრაქტიკულად გამოსაყენებელი რჩევები ამ მოდულმა უფრო მომცა,რადგან, როცა თეორიულ მასალას მაშინვე ცდილობ პრაქტიკულად ასახო,რასაკვირველია,ეს უფრო ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი მგონია.
ამავე მოდულზე კიდევ უფრო გავამახვილე ყურადღება იმაზე,თუ რომელი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებაზე უნდა გავთვალო მომავალი პროექტები. ჩემთვის ახალი იყო ბროშურების დამზადების ტექნიკა, რომელიც საინტერესო და სასარგებლო პროგრამით მზადდება. თუმცა მაინტერესებს,რამდენად აუცილებელია პროექტს წინ უძღოდეს ეს პროცედურა თუ, უბრალოდ, ფორმალური მხარეა, რომლის დაცვაც ჩემი სურვილია.
გარდა ამისა, ამავე მოდულის მეორე სამუშაო დღეს გავეცანით საპროექტო გეგმის ნიმუშებს, დავგეგმეთ პროექტის ნიმუშები ინდივიდუალურად და ტრენერთან კონსულტაციით. სამუშაო ვარიანტები,კონკრეტულად ინდიკატორები, მისაღწევი შედეგები და მიზნები მოდევნო დღეს უნდა წარვადგინო.
Subscribe to:
Posts (Atom)