Saturday, July 12, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავუთმეთ პროექტის გეგმის იმ ნაწილს, რომელშიც აღინიშნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის განკუთვნილი აქტივობები,ის, თუ რას გააკეთებს პროექტზე მომუშავე მასწავლებელი ამგვარ მოსწავლეთა ჩართულობის ასამაღლებლად. ტრენერის მიერ მოწოდებული მასალების გაცნობის შემდეგ მე ჩემი პროექტისათვის საჭირო კითხვები შევარჩიე.
 გარდა ამისა, ვიმუშავეთ პროექტის პროეცედურების დეტალური აღწერის მნიშვნელობაზე. პროექტის გეგმაში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი და ნაჩვენები, თუ რას გეგმავს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთან,რა მეთოდებს იყენებს გზადაგზა ანუ მონიტორინგის რა საშეალებებს იყენებს , რომ ბავშვების აზროვნების მიმართულებები სწორად წარიმართოს. დეტალურად უნდა აღიწეროს ყველა ის რუბრიკა თუ მეთოდი, რასაც გამოვიყენებ,  როგორ ვაკვირდები მათ მუშაობას.
 ეს პროეცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და დღეც დატვირთული იყო.

No comments:

Post a Comment