Sunday, July 13, 2014

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ შინ მოცემული დავალებების წარდგენით და მოვისმინეთ მათზე ტრენერის რეკომენდაციები. უნდა შეგვექმნა მოსწავლის პრეზენტაციისა და ბროშურის ნიმუში ჩვენივე პროექტის გათვალისწინებით. წარვადგინეთ ნაშრომები და გავუზიარეთ რჩევები ერთმანეთს. გარდა ამისა, უნდა გაგვეკეთებინა ფასილიტაციის ნიმუშები და გეგმაში შესატანი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ჩართულობისათვის საჭირო აქტივობების ჩამონათვალი.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე, პრეზენტაციისა და ბროშურის შაბლონზე, რომელშიც მითითებულია, რის მიხედვით უნდა დაამზადონ მოსწავლეებმა  მზა პროდუქცია.
გადავხედეთ და ჩამოვაყალიბეთ პროექტის გეგმის პროცედურები. დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო.

No comments:

Post a Comment