Saturday, July 12, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს მე ვისწავლე პროექტის შედგენისას საჭირო მიმართულების მიმცემი შეკითხვების დასმა. შეკითხვები ისე უნდა დასვა, რომ აუცილებლად გამოიწვიოს მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაციის ამაღლება.
 დასასმელი კითხვები იყოფა სამ ჯგუფად: ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.  მუშაობისას განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები მოცემული კითხვების  მიხედვით, მოვისმინეთ ერთმანეთის რჩევები და ერთობლივად შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი  საკვანძო შეკითხვები,ავარჩიეთ საუკეთესო ვარიანტები.
 დღე ნაყოფიერი და სწორად დაგეგმილი გამოვიდა.

No comments:

Post a Comment