,,პროექტებით სწავლების" კურსი ჩემთვის ახალი,მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. იმედი მაქვს სამომავლოდ,მუშაობის პროცესში დიდ დახმარებას გამიწევს აქ მიღებული ინფორმაცია სასწავლო პროცესების უკეთ და მრავალფეროვნად დაგეგმვაში. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის დასაწყისში გავიარე ერთ-ერთი ტრენინგი მსგავს თემაზე, პრაქტიკულად გამოსაყენებელი რჩევები ამ მოდულმა უფრო მომცა,რადგან, როცა თეორიულ მასალას მაშინვე ცდილობ პრაქტიკულად ასახო,რასაკვირველია,ეს უფრო ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი მგონია.
ამავე მოდულზე კიდევ უფრო გავამახვილე ყურადღება იმაზე,თუ რომელი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებაზე უნდა გავთვალო მომავალი პროექტები. ჩემთვის ახალი იყო ბროშურების დამზადების ტექნიკა, რომელიც საინტერესო და სასარგებლო პროგრამით მზადდება. თუმცა მაინტერესებს,რამდენად აუცილებელია პროექტს წინ უძღოდეს ეს პროცედურა თუ, უბრალოდ, ფორმალური მხარეა, რომლის დაცვაც ჩემი სურვილია.
გარდა ამისა, ამავე მოდულის მეორე სამუშაო დღეს გავეცანით საპროექტო გეგმის ნიმუშებს, დავგეგმეთ პროექტის ნიმუშები ინდივიდუალურად და ტრენერთან კონსულტაციით. სამუშაო ვარიანტები,კონკრეტულად ინდიკატორები, მისაღწევი შედეგები და მიზნები მოდევნო დღეს უნდა წარვადგინო.
No comments:
Post a Comment